Thursday, July 12, 2018

მეოთხე დღე

       

 მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს ,გავეცანით იმ მეთოდებს,მიზნებს და ინსტრუმენტებს,რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენთ გამოიყენება.
პროექტის შეფასების დასაწყისში,მოსწავლის წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიებში ავირჩიეთ ოთხი მეთოდი ,რომელსაც შეუსაბამეთ შეფასების საშუალებები/ინსტრუმენტები.ეს სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეს არსებული ცოდნა დაუკავშიროს შესასწავლ საკითხს.
შემდეგ პროექტის მსვლელობისას შევარჩიე ცხრა  მეთოდი ,რომლებსაც  აგრეთვე შევურჩიე შეფასების საშუალებები.
წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის სტრატეგიებში ავირჩიე  სამი მეთოდი,
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებში ორი მეთოდი.
გაგების შემოწმებასა და მეტაშემეცნების წახალისებსთვის ორი მეთოდი და გაგებისა და უნარების დემონსტრაციის სტრატეგიებშიც ორი მეთოდი.
ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ არჩეულ მეთოდებს შევუსაბამე რუბრიკები და ქულები.
მეოთხე დღეს ვისწავლეთ აგრეთვე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.გადავხედეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის ნიმუშებს,გავხსენით ჩვენი გეგმა და რამოდენიმე წინადადებით მოკლეთ აღვწერეთ თემები,.ვიმუშავეთ პრეზენტაციის დაგეგმვაზე , მონახაზის შექმნაზე და მოვამზადეთ პრეზენტაციის ძირითადი ელემენტები.

Tuesday, July 10, 2018

მესამე დღე



 მესამე დღეს  ვისწავლეთ მეორე მოდულის :  სასწავლო პროექტის დაგეგმვა:

პირველი აქტივობა -იყო სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისათვის,გადავხედეთ დოკუმენტებს სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,აგრეთვე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს.
მეორე აქტივობა -იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
 განვიხილეთ და გავიაზრეთ სამი სახის კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.გავეცანით აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Sunday, July 8, 2018

დღე მეორე

    დღევანდელ დღეს გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რაც ძალიან საინტერესო იყო.     ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.რაც აგრეთვე    ძალიან მომეწონა  და ვეცდები დავნერგო პრაქტიკაში.
მოვამზადეთ  გამოცემა , დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.ტექსტურ რედაქტორში დოკუმენტის სტილის ან შაბლონის გამოყენება ახალი დოკუმენტის შესაქმნელად.
განვსაზღვრეთ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სწავლის პროცესი რეფლექსიის აქტივობებით.
 ტრენინგის მეორე დღე ნამდვილად პროდუქტიული იყო ჩემთვის.