Thursday, July 12, 2018

მეოთხე დღე

       

 მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს ,გავეცანით იმ მეთოდებს,მიზნებს და ინსტრუმენტებს,რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენთ გამოიყენება.
პროექტის შეფასების დასაწყისში,მოსწავლის წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიებში ავირჩიეთ ოთხი მეთოდი ,რომელსაც შეუსაბამეთ შეფასების საშუალებები/ინსტრუმენტები.ეს სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეს არსებული ცოდნა დაუკავშიროს შესასწავლ საკითხს.
შემდეგ პროექტის მსვლელობისას შევარჩიე ცხრა  მეთოდი ,რომლებსაც  აგრეთვე შევურჩიე შეფასების საშუალებები.
წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის სტრატეგიებში ავირჩიე  სამი მეთოდი,
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებში ორი მეთოდი.
გაგების შემოწმებასა და მეტაშემეცნების წახალისებსთვის ორი მეთოდი და გაგებისა და უნარების დემონსტრაციის სტრატეგიებშიც ორი მეთოდი.
ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ არჩეულ მეთოდებს შევუსაბამე რუბრიკები და ქულები.
მეოთხე დღეს ვისწავლეთ აგრეთვე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.გადავხედეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის ნიმუშებს,გავხსენით ჩვენი გეგმა და რამოდენიმე წინადადებით მოკლეთ აღვწერეთ თემები,.ვიმუშავეთ პრეზენტაციის დაგეგმვაზე , მონახაზის შექმნაზე და მოვამზადეთ პრეზენტაციის ძირითადი ელემენტები.

1 comment:

  1. კომენტარია ამომწურავია,და სრულად ასახავს ტრენინგზე განვლილ საკითხებს, შეფასების სტრატეგიების არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის პროცედურების გაწერის ეფექტურორბისთვის, ასევე პროექტის შედეგის შესაფასებლად.

    ReplyDelete