Tuesday, July 24, 2018
მეცხრე დღე
დადგა მეცხრე დღე
პროექტი იყო ძალიან მრავლისმომცემი,ვისწავლეთ პროექტით სწავლება,პროექტის
დაგეგმვა და სასწავლო ნიმუშების შედგენა ,ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასება
,რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში. გავაანალიზეთ ფასილიტაცია
ტექნოლოგიების გამოყენებით,ძალიან მნიშვნელოვანი იყო Viewer-ის-ანუ
ელექტრონული სახელმძღვანელოს გაცნობა,რასაც შემდგოში აუცილებლად
გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში ისტ-ის გაკვეთილეზე.
გავითვალისწინეთ შენიშვნები და კომენტარები, მივიღეთ კონსულტაციები
ტრენერისგან, ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვაყნეთ.
გავეცანით პროექტის გეგმის შფასების სქემას, მოვისმინეთ ყველა მსმენელის გეგმის
პრეზენტაცია და თითოეულმა მსმენელმა გავაკეთეთ თანამშრომლობითი უკუკავშირი
და სამ ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარი.
P.S.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს თავდაუზოგავი
შრომისთვის.
მ ა დ ლ ო ბ ა !!!
Sunday, July 22, 2018
მერვე დღე
მერვე დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, ჯგუფებში სტიკერების საშუალებით დავალაგეთ პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები,შევქმენით ფასილიტატორის რესურსი.დეტალურად განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კომპონენტები პროექტით სწავლებაში.განვიხილეთ სსსმ მოსწავლეებს და ნიჭიერ მოსწავლეებს რა სახის დავალებები მივცეთ და როგორ შევაფასოთ ისინი,რომ მათ მოტივაცია არ დაუქვეითდეთ .დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
;
Friday, July 20, 2018
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტის შეფასებასმგანვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და ჩეკლისტების ბიბლიოთეკას.განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები ,მათი შეფასების სქემები და რუბრიკები,რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტს.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
Tuesday, July 17, 2018
მეექვსე დღე
მეექვსე დღეს გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას,რუბრიკებს და სტ რატეგიებს.ვისწავლეთ სასურველი ნიმუშის ჩვენს ბლოგზე განთავსება.ვიმუშავეთ ჯგუფებში ,ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები და შევუსაბამეთ ჩვენს პროექტს.დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.მოვამზადეთ პრეზენტაცია და განვათავსეთ ჩვენს დისკზე.
შევქმენით მოსწავლის ნიმუში და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები .
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
Saturday, July 14, 2018
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. ავტვირთეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციები.გავუკეთეთ კომენტარები ჩვენი ჯგუფის მასწავლებლებს პრეზენტაციებზე,მივეცით რჩევები და რეკომენდაციები უკუკავშირისთვის
ძალიან საინტერესო იყო google -ის საძიებო სისტემის გაცნობა.ანუ გავეცანით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ხერხებს.ვისწავლეთ როგორ შევამოწმოთ მოძიებული ინფორმაციის სანდოობა.
Friday, July 13, 2018
Thursday, July 12, 2018
მეოთხე დღე
მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს ,გავეცანით იმ მეთოდებს,მიზნებს და ინსტრუმენტებს,რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენთ გამოიყენება.
პროექტის შეფასების დასაწყისში,მოსწავლის წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიებში ავირჩიეთ ოთხი მეთოდი ,რომელსაც შეუსაბამეთ შეფასების საშუალებები/ინსტრუმენტები.ეს სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეს არსებული ცოდნა დაუკავშიროს შესასწავლ საკითხს.
შემდეგ პროექტის მსვლელობისას შევარჩიე ცხრა მეთოდი ,რომლებსაც აგრეთვე შევურჩიე შეფასების საშუალებები.
წახალისების,თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის სტრატეგიებში ავირჩიე სამი მეთოდი,
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებში ორი მეთოდი.
გაგების შემოწმებასა და მეტაშემეცნების წახალისებსთვის ორი მეთოდი და გაგებისა და უნარების დემონსტრაციის სტრატეგიებშიც ორი მეთოდი.
ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ არჩეულ მეთოდებს შევუსაბამე რუბრიკები და ქულები.
მეოთხე დღეს ვისწავლეთ აგრეთვე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.გადავხედეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის ნიმუშებს,გავხსენით ჩვენი გეგმა და რამოდენიმე წინადადებით მოკლეთ აღვწერეთ თემები,.ვიმუშავეთ პრეზენტაციის დაგეგმვაზე , მონახაზის შექმნაზე და მოვამზადეთ პრეზენტაციის ძირითადი ელემენტები.
Tuesday, July 10, 2018
მესამე დღე
მესამე დღეს ვისწავლეთ მეორე მოდულის : სასწავლო პროექტის დაგეგმვა:
პირველი აქტივობა -იყო სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისათვის,გადავხედეთ დოკუმენტებს სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა,აგრეთვე განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებს.
მეორე აქტივობა -იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
განვიხილეთ და გავიაზრეთ სამი სახის კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.გავეცანით აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
Sunday, July 8, 2018
დღე მეორე
დღევანდელ დღეს გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,რაც ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.რაც აგრეთვე ძალიან მომეწონა და ვეცდები დავნერგო პრაქტიკაში.
მოვამზადეთ გამოცემა , დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.ტექსტურ რედაქტორში დოკუმენტის სტილის ან შაბლონის გამოყენება ახალი დოკუმენტის შესაქმნელად.
განვსაზღვრეთ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სწავლის პროცესი რეფლექსიის აქტივობებით.
ტრენინგის მეორე დღე ნამდვილად პროდუქტიული იყო ჩემთვის.
მოვამზადეთ გამოცემა , დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.ტექსტურ რედაქტორში დოკუმენტის სტილის ან შაბლონის გამოყენება ახალი დოკუმენტის შესაქმნელად.
განვსაზღვრეთ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სწავლის პროცესი რეფლექსიის აქტივობებით.
ტრენინგის მეორე დღე ნამდვილად პროდუქტიული იყო ჩემთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)