ჩემი პროექტები
Tuesday, July 24, 2018
მეცხრე დღე
დადგა მეცხრე დღე
პროექტი იყო ძალიან მრავლისმომცემი,ვისწავლეთ პროექტით სწავლება,პროექტის
დაგეგმვა და სასწავლო ნიმუშების შედგენა ,ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტის შეფასება
,რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ პრაქტიკაში. გავაანალიზეთ ფასილიტაცია
ტექნოლოგიების გამოყენებით,ძალიან მნიშვნელოვანი იყო Viewer-ის-ანუ
ელექტრონული სახელმძღვანელოს გაცნობა,რასაც შემდგოში აუცილებლად
გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში ისტ-ის გაკვეთილეზე.
გავითვალისწინეთ შენიშვნები და კომენტარები, მივიღეთ კონსულტაციები
ტრენერისგან, ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე და გამოვაქვაყნეთ.
გავეცანით პროექტის გეგმის შფასების სქემას, მოვისმინეთ ყველა მსმენელის გეგმის
პრეზენტაცია და თითოეულმა მსმენელმა გავაკეთეთ თანამშრომლობითი უკუკავშირი
და სამ ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარი.
P.S.ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ დიმიტრი პოპოვს თავდაუზოგავი
შრომისთვის.
მ ა დ ლ ო ბ ა !!!
Sunday, July 22, 2018
მერვე დღე
მერვე დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, ჯგუფებში სტიკერების საშუალებით დავალაგეთ პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები,შევქმენით ფასილიტატორის რესურსი.დეტალურად განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კომპონენტები პროექტით სწავლებაში.განვიხილეთ სსსმ მოსწავლეებს და ნიჭიერ მოსწავლეებს რა სახის დავალებები მივცეთ და როგორ შევაფასოთ ისინი,რომ მათ მოტივაცია არ დაუქვეითდეთ .დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
;
Friday, July 20, 2018
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტის შეფასებასმგანვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და ჩეკლისტების ბიბლიოთეკას.განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები ,მათი შეფასების სქემები და რუბრიკები,რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტს.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
Tuesday, July 17, 2018
მეექვსე დღე
მეექვსე დღეს გავეცანით შეფასების ბიბლიოთეკას,რუბრიკებს და სტ რატეგიებს.ვისწავლეთ სასურველი ნიმუშის ჩვენს ბლოგზე განთავსება.ვიმუშავეთ ჯგუფებში ,ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები და შევუსაბამეთ ჩვენს პროექტს.დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.მოვამზადეთ პრეზენტაცია და განვათავსეთ ჩვენს დისკზე.
შევქმენით მოსწავლის ნიმუში და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები .
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
Saturday, July 14, 2018
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. ავტვირთეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციები.გავუკეთეთ კომენტარები ჩვენი ჯგუფის მასწავლებლებს პრეზენტაციებზე,მივეცით რჩევები და რეკომენდაციები უკუკავშირისთვის
ძალიან საინტერესო იყო google -ის საძიებო სისტემის გაცნობა.ანუ გავეცანით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ხერხებს.ვისწავლეთ როგორ შევამოწმოთ მოძიებული ინფორმაციის სანდოობა.
Friday, July 13, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)